Sunday, 19 March 2017

ტრენინგის 9 დღე

დღის დასაწყისში, ტრენერმა გვასწავლა როგორ უნდა აგვეტვირთა ყველა ის მალასა, რაც ჩვენი სახელის ფაილში გვქონდა თავმოყრილი. ახსნის შემდეგ ავტვირთეთ ჩვენი ბლოგის googl drive - ზე.
შემდეგ ეტაპზე, თითოეულმა ჩვენგანმა წაიკითხა ყველაფერი, რასაც მთელი ტრენინგ კურსის განმავლობაში ვსწვლობდით და ვამზადებდით. ერთმანეთს ვუსმენდით და ვაძლევდით რჩევებს.
ამ ტრენინგმა უამრავი ახალი რამ მასწავლა და სტიმული მომცა ახალი პროექტების განროხციელების იდეის.
ტრენერი მთელი კურსის განმავლობაში, დეტალურად და გასაგებად გვიხსნიდა თითოეულ სიახლეს. დავალებების მიცემის წინ გვაძლევდა განმარტებებს.
დიდი მადლობა !!!

Tuesday, 14 March 2017

ტრენინგის 8 დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ, ჩვენი სახელობის საქაღალდეში ,,შეფასების" გრაფის შევსებით.
ამის შემდეგ გადავედით დიფერენცირებულ სწავლების მოდულზე, სადაც გავეცანით განსაკუთრებული საჭიროებების მქონე და ნიჭიერი  მოსწავლეების მიმართ საინტერესო მიდგომებს, პარალელურად ვავსებდით ჩვენი პროექტის გეგმის გრაფას მითითებულ ველში.
შემდეგ დავიწყეთ მოსწავლისათვის ხარაჩოს შექმნა, (სლაიდის სახით, თითოეულ გვერდზე ჩავწერეთ მინიშნებები და კითხვები, რის მიხედვითაც მოსწავლეებმა უნდა ააგონ სლაიდი.)
მთელი სამუშაო დღის განმავლობაში, მუდმივად ვავსებდით ჩვენი საქაღალდის ფაილებს საჭირო დოკუმენტებით.
ერთი კითხვა მაქვს: მთლიანად პროექტის განმავლობაში, როგორც თანდათან ვერკვევი, ვხედავ რომ საჭიროა ძალიან ბევრი დოკუმენტების მომზადება და შევსება. მე, როგორც პედაგოგი თავს ვალდებულად ვთვლი, პროექტის ფარგლებში, ყველა საფეხურზე საჭირო დოკუმენტაცია მოვამზადო, მაგრამ ამასთან პარალელურად მოსწავლესაც თითქმის იგივეს ვავალებთ დავალებების სახით. მოსწავლეს ხომ არ გადაღლის ან მობეზრდება ამდენი დავალებების  შევსება და მომზადება? მათ უფრო მეტად პრაქტიკული სამუშაოების შესრულება უფრო ეხალისებათ . მადლობა წინასწარ :-)

Friday, 10 March 2017

ტრენინგის 7 დღე

სამუშაო დღე დაიწყო ჩვენს მიერ სახლში მომზადებული საშინაო დავალების პრეზენტაციით, ანუ ჩვენ სახლში უნდა გაგვეკეთებინა სლაიდი, რომელშიც ასახული იქნებოდა კონკრეტული ჯგუფის მიერ მომზადებული დავალება. პრეზენტაციის დროს რეკომენდაციებს და რჩევებს ვაძლევდით ერთმანეთს. 
გადავედით შემდეგ მოდულზე  - რუბრიკა
ტრენერმა გაგვაცნო და გვანახა ჯგუფის შეფასების სხვადასხვა რუბრიკები. მოგვცა დავალება, რომ შეგვედგინა  ჯგუფის შეფასების რუბრიკა,  რომელიც რა თქმა ჩვენი პროექტის თემატიკიდან გამომდინარეობდა.
შემდეგ გავაკეთეთ მოსწავლის თვითშეფასებისა რუბრიკა, (ძლიერი, საშუალო სუსტი) დავალებამდე გავეცანით როგორც თვითშეფასების, ასევე ურთიერთშეფასების რუბრიკების  სხვადასხვა ვარიანტებს. მაგალითისთვის ერთმა პედაგოგმა წარმოადგინა შესრულებული დავალება. 
ბოლოს ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება თემაზე  - რუბრიკის შედგენა (კონკრეტული, ჩვენს მიერ არჩეული ჯგუფის მიხედვით)

Thursday, 9 March 2017

ტრენინგის 6-ე დღე

დღის დასაწყისში ტრენერმა გვთხოვა, ფურცელზე მოკლე მონახაზის სახით დაგვეწერა ჩვენი პროექტის გეგმა, ამისი შემდეგ დაგვაწყვილა და გვთხოვა ერთმანეთისთვის გავეზიარებინა ჩვენი გეგმის აქტივობები და სხვადასხვა ნიუანსები, ჩვენ უნდა მიგვეცა ერთმანეთისთვის რჩევები და რეკომენდაციები, ამისთვის გვქონდა მოცემული გაკრვეული დრო.
ამის შემდეგ გადავედით 4-ე მოდულზე , რაც ვფიქრობ ძალიან საინტერესო იყო. მაგალითად, ჩვენ უნდა შეგვექმნა პრეზენტაცია ისე, როგორც ამას მოსწავლე გააკეთებდა, ანუ წარმოდივგინეთ, რომ პედაგოგის მოცემული დავალების შემდეგ ვასრულებთ დავალებას. მე პირადად ჩემი პროექტის თემიდან გამომდინარე, გავაკეთე პრეზენტაცია ,,ანსამბლ ბითლზის დაარსება და მოღვაწეობა"
ტრენერი გამუდმებით გვიხსნიდა და განმარტებებს აკეთებდა, ჩვენს მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვაზე.
სახლში მოგვეცა შემდეგი სახის დავალება: ჩვენი პროექტის გეგმის შაბლონში უნდა შევავსოთ გრაფა ,,პროცედურები"

Sunday, 5 March 2017

ტრენინგის 5 დღე

პირველი, რაც დღეს გავაკეთეთ,ეს  იყო პრეზენტაციის სლაიდებზე კომენტარების დადების შესწავლა. შემდეგ ტრენერმა დაგვაწყვილა და ჩვენ უნდა გადაგვეკითხა ჩვენი მეწყვილის პროექტის გეგმის შაბლონი და უნდა მიგვეცა რჩევები და რეკომენდაციები, ოღონდ ეს ყველაფერი კომენტარის სახით უნდა დაგვედო თითოეულ სლაიდზე.
ასევე შევისწავლეთ ვორდის ფაილის მიბმა პრეზენტაციის სლაიდზე.
ჩვენს ბმულზე, პანელის გრაფაში დამატებითი სასარგებლო ფანჯრების დამატება, სურათების ატვირთვა ბლოგზე,  ბლოგის დიზაინის შეცვლა ჩვენი გემოვნების მიხედვით.
დღევანდელი დღე იყო ძალიან მრავალფეფოვანი და ნაყოფიერი.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს :-)

Saturday, 4 March 2017

ტრენინგის მე-4 დღე

ტრენინგი დაიწყო რამოდენიმე მასწავლებლის მიერ სახლში მომზადებული მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების წაკითხვით, ამ დროს საშუალება გვქონდა გამოგვეთქვა ჩვენი მოსაზრებებიც სხვა მასწავლებლების პერეზნტაციებზე. ტრენერი აქტიურად ცდილობდა რომ ჩვენ სწორი ფორმულირება მიგვეცა მოცემულ საკითხზე. გვაძლევდა რჩევებს.
სატრენინგო მასალებიდან გვთავაზობდა სხვადასხვა ინფორმაციულ რესურსებს, რომლებიც კარგად გვეხმარება თითოეული აქტივობის განსახორციელებლად .
შემდეგ გადავედით ჩვენი პროექტის გეგმის შაბლონის მომდევნო საკითხზე - შეფასება. აქ ტრენერმა გულდასმით აგვიხსნა და განგვიმარტა თუ როგორ ხდება ამ ველის შევსება, ასევე მიგვითითა  ტრენინგის მასალებიდან რომელი ფაილები დაგვეხმარებოდა და მიესადაგებოდა ამ საკითხს.
ბოლოს მოგვცა საშინაო დავალება და რა თქმა უნდა გკარგად განგვიმარტა თუ როგორ შეძლებთ ამის მარტივად და სწორად გაკეთებას.