დღევანდელი დღე დავიწყეთ, ჩვენი სახელობის საქაღალდეში ,,შეფასების" გრაფის შევსებით.
ამის შემდეგ გადავედით დიფერენცირებულ სწავლების მოდულზე, სადაც გავეცანით განსაკუთრებული საჭიროებების მქონე და ნიჭიერი მოსწავლეების მიმართ საინტერესო მიდგომებს, პარალელურად ვავსებდით ჩვენი პროექტის გეგმის გრაფას მითითებულ ველში.
შემდეგ დავიწყეთ მოსწავლისათვის ხარაჩოს შექმნა, (სლაიდის სახით, თითოეულ გვერდზე ჩავწერეთ მინიშნებები და კითხვები, რის მიხედვითაც მოსწავლეებმა უნდა ააგონ სლაიდი.)
მთელი სამუშაო დღის განმავლობაში, მუდმივად ვავსებდით ჩვენი საქაღალდის ფაილებს საჭირო დოკუმენტებით.
ერთი კითხვა მაქვს: მთლიანად პროექტის განმავლობაში, როგორც თანდათან ვერკვევი, ვხედავ რომ საჭიროა ძალიან ბევრი დოკუმენტების მომზადება და შევსება. მე, როგორც პედაგოგი თავს ვალდებულად ვთვლი, პროექტის ფარგლებში, ყველა საფეხურზე საჭირო დოკუმენტაცია მოვამზადო, მაგრამ ამასთან პარალელურად მოსწავლესაც თითქმის იგივეს ვავალებთ დავალებების სახით. მოსწავლეს ხომ არ გადაღლის ან მობეზრდება ამდენი დავალებების შევსება და მომზადება? მათ უფრო მეტად პრაქტიკული სამუშაოების შესრულება უფრო ეხალისებათ . მადლობა წინასწარ :-)
No comments:
Post a Comment